დაკავებული აქტივისტებისთვის ჯარიმების გადახდას უზრუნველვყოფთ - „ადამიანის უფლებათა სახლი“

პუბლიკა

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სახლი“ მხარდაჭერას უცხადებს პროტესტის მონაწილე აქტივისტებს და აღნიშნავს, რომ დაკავებულთათვის ჯარიმების გადახდას უზრუნველყოფს.

„იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი განცხადება, გთხოვთ შეავსოთ ფორმა. სამართლებრივი დახმარების მისაღებად, შეგიძლიათ მიმართოთ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზს: 577 070 563“, – აცხადებს „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“.

ორგანიზაციის განცხადებით, მობილიზებული მცირე ბიუჯეტი გამოყენებული იქნება მის ამოწურვამდე. ამიტომ, შემოწირულობების შეგროვებასაც იწყებენ:
ანგარიშის ნომრები:
ლარი: #GE41TB7249036080100001
დოლარი/ევრო: #GE85TB7249036180100001
მიმღები: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
დანიშნულება: არა რუსულ კანონს

პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. შსს-ს ცნობით საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.