დაკავებულია 18 წლის მუსიკოსი, დიჯეი. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ - ადვოკატი

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე, წუხელ და დღეს დილით აქციაზე დაკავებულები ზაჰესისა და სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ გადაყვანილი.

როგორც ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განმარტა, დაკავებულების ნაწილი კვლავ ნაცემია. მან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ერთ-ერთი პირი მოინახულა, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები აქვს.

როგორც ადვოკატი ჰყვება, დაკავებულია 18 წლის მუსიკოსი , როემლიც არის დიჯეი.

ლაშა ტყეშელაძის თქმით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მას გაუსწორდნენ არაადამიანურად, პირველ რიგში რატო იყო არაადამიანური მოპყრობა, როდესაც ერთი მხრიდან შლიდნენ აქციის მონაწილეებს, როდესაც ეს ახალგაზრდა ბიჭი იხევდა უკან და ნელნელა ტოვებდა ტერიტორიას ე.წ. ალყაში მოაქციეს და ამბობს, რომ როდესაც გავრბოდიო, სწორედ გაქცევის დროს შევხვდი სპეცრაზმელებსო, ამის შემდეგ დააკავეს, ჯერ ფეხებს ურტყამდნენ და როდესაც მანქანაში ჩასვეს დაინხა რომ ურტყამდნენ სამ ადამიანს და ამის შემდეგ თითქოს ისეთი ემოცია დამრჩაო, რომ ახალი მოვიდაო და ჩემზე გადმოვიდნენო, მირტყამდნენ სახეშიო, დედას მაგინებდნენო“,- ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, დაკავებულს სახეზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები თვალის მიდამოებში, ასევე ტანზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები.