დაკავებულია პირი, რომელმაც ორ ტრანსგენდერ ქალზე იძალადა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ან მეტ პირზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ე.ჩ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებს შსს.

უწყების განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.