შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში სამართალდამცველებმა 1942 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს, მას შემდეგ რაც მან კლინიკის დირექტორი დაჭრა. დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი – 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა“, – აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კლინიკის ექიმების ინფორმაციით, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მათი გენერალური დირექტორი ერთ-ერთმა ექიმმა დაჭრა.