პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია „ლელოს“ რამდენიმე წვერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ ლელოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ დაკავებულია საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე, თაზო დათუნაშვილი, ლუკა თევზაძე, გიორგი ტალახაშვილი და კიდევ 2-3 პირი, რომელიც „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან. პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი მათი ვინაობის გარკვევას ცდილობენ.
დღეს პარლამენტის შენობის წინ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. აქტივისტებს სურდათ, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელიდან კარვები და ბანერი წარწერით – „არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს“, პარლამენტის შენობის წინ გადაეტანათ, რის შესაძლებლობასაც მათ პოლიცია არ აძლევდა.
შსს-ს ბოლო ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს.
სამოქალაქო აქტივისტებს საკანონმდებლო შენობის უკანა შესასვლელთან რამდენიმე კვირაა კარვები აქვთ გაშლილი. მათ თქმით, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.