დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აუცილებელია სოციალური და სარიატულო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში.

„აშკარა მაგალითი გვანახა ჩვენ აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, ძალზედ დიდი ქორწილები ჩატარდა. იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სწორედ ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დახურულ სივრცეებში სოციალურ ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება. გახარიას თქმით, ეს არ ეხება ღია სივრცეს.

„ღია სივრცის პირობებში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს იქნება უფრო მეტად მსუბუქი მოთხოვნები“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.