კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ამბობს, რომ კარდენახში დაკრძალვაზე მყოფი მოქალაქის კონტაქტებს, ჯერჯერობით, კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.
თავად ამ მოქალაქეს კორონავიურუსი 30 მარტს დაუდასტურდა, 19 მარტს კი ის კახეთში სოფელ კარდენახში პაპის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
ყველას, ვისაც ამ მოქალაქესთან ჰქონდა კონტაქტი მოწმდება – ამბობს ქადაგიშვილი. ასევე, მისი თქმით, პრაქტიკულად, გასულია ის ორკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც, თუ ვინმე დაინფიცირდა, სიმპტომები უნდა გამოვლენილიყო.