არ ვიცი, იქნება თუ არა გამოსვლა - გადავწყვეტთ - ვოლსკი პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენაზე

პუბლიკა

„შეიძლება, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღმა გადაიწიოს. განსახილველია საკითხი. პირადად ამ განხილვებში ჩართვა ვერ მოვასწარი, მაგრამ უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი, იქნება თუ არა გამოსვლა – გადავწყვეტთ. თუ სხვა გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა არსებობს, ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ – ყველაფერი შეიძლება, არ ვიცი, ვნახოთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციამ აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით 2022 წლის 5 მარტს წარდგეს.