დამელაპარაკე COVID-19-ზე | UNICEF-ის ჩათბოტი

პუბლიკა

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში (UNICEF Georgia) ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უფრო მეტი ინფორმაციის მიღება სურს კორონავირუსზე შეუძლია ორგანიზაციის ჩათბოტი გამოიყენოს.

„რაც COVID-19 გამოჩნდა, ამ დროის მანძილზე მთელი მსოფლიო ჩაერთო მის შესწავლაში. სამწუხაროდ, კორონავირუსის შესახებ მეცნიერული ცოდნა არეულია მითებსა და ცრუ ინფორმაციაში.

მე, როგორც თქვენს ერთგულ ჩატბოტს, შემიძლია, ამ საკითხზე დაზუსტებული და გადამოწმებული ინფორმაცია მოგაწოდოთ.

თუ COVID-19 საინტერესო თემაა შენთვის, დააჭირე ამ ბმულს და მელაპარაკე: m.me/unicefgeorgia“, – ნათქვამია ორგანიზაციის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი.