„დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც საქართველოზე (ხელისუფლება იქნება თუ რა მნიშვნელობა აქვს) მეტს აკეთებს უკრაინისთვის… ოღონდ შესაძლებლობებიდან გამომდინარე“, – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.
„ჩვენი პარტნიორების, მათი პირველი და მთავარი ამოსავალი წერტილი არის საკუთარი ქვეყნის ინტერესი. რატომ არ ებმებიან ომში მაშინ? კითხეთ მაშინ… მორატორიუმია, არ შეიძლება ახლა მე ჩავერთო და გონჩარენკოს ვუპასუხო რისი ღირსიც არის [ან] იმ ადამიანებს, ვინც რაღაცნაირად ხელს იშვერენ და ასეთ, საომარ მდგომარეობაში მყოფები ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ხელისუფლებას ადანაშაულებენ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ გააკრიტიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს იმის შესახებ, რო საქართველო არ შეუერთდება სანქციებს. „არაუშავს ირაკლი, როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე, სამხედროს მაგივრად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე“, – წერდა გონჩარენკო უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების მე-2 დღეს.