დამკვირვებელი: მარნეულის უბანზე ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზული ბიულეტენები ნაგავში გადაყარეს

პუბლიკა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი ეკა ქობესაშვილი facebook-ზე წერს, რომ მარნეულის 65-ე უბანზე ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტენებს  ნაგავში ყრიან. მისივე თქმით, სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.

„მარნეულის 22 ოლქის უბანზე ამდენი დამკვირვებელი თავზე ადგას კომისიის წევრებს და ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტენებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან. ნაგვიდან ამოვიღე დაახლოებით 50 ბიულეტენი”, – წერს ეკა ქობესაშვილი.

„პუბლიკა” დაუკავშირდა ამ უბნის კომისიის მდივანს, ლალი კახნიაშვილს. მან განაცხადა, რომ „აღნიშნული ინფორმაცია არის ტყუილი”. შეკითხვას გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით კომისიის წევრი არ პასუხობს.