დამოუკიდებლობის ისტორიაში მსგავსი ნეგატიური გზავნილები არ გვქონია - ვაშაძე

პუბლიკა

„ვერ ვხვდები, რა უხარია „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, მსგავსი ნეგატიური გზავნილები არ გვქონია“, – ასე შეაფასა სენატში გაკეთებული განცხადებები გიორგი ვაშაძემ.

სენატორები საუბრობდნენ, რომ, თუ დემოკრატიამ არ იმუშავა, საქართველო ევროატლანტიკური წევრობის შანსს დაკარგავს. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ იზრდება ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულების სისტემაზე, პოლიტიკაზე და მელიას დაჭერა დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მითითება იმის შესახებ, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების პრაქტიკა მიუღებელია დემოკრატიული სამყაროსთვის და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში არ უნდა ისხდნენ.

მთავარი გზავნილია, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ქვეყანა გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან, რადგან ეს კრიზისი აზიანებს სახელმწიფოს, ხალხს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მაღალი ინტერესი და ჩართულობა ნაკარნახევია არა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, როგორც ხელისუფლება ცდილობს გაასაღოს, არამედ საქართველოს წარმატებისა და დახმარების სურვილით“, – განაცხადა ვაშაძემ.