საქართველოში მიხელ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან პირველი განცხადება გაკეთდა.
„ალბათ გახსოვთ პრეზიდენტი სააკაშვილის სიტყვები, როდესაც თქვა, რომ როდესაც რუსი ოლიგარქი, ივანიშვილის პროკურატურა დაიბარებს, ის იქნება ძალიან შორს, მაგრამ ის იქნება ძალიან ახლოს, როდესაც მას მოიხმობს ქართველი ხალხი.
მე ვთვლი, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს და პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას, დანარჩენს ის თავად გეტყვით ვიდეოში, რომელიც მალე გავრცელდება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, იმყოფება თუ არა სააკაშვილი საქართველოში, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ „რა თქმა უნდა“.