„დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია“, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი აცხადებს.
„დანია საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ცნობებით შეშფოთებულია. დანია ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალების მიერ აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევით, მათზე ძალადობითა და დაკავებებით დასრულდა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 107 მოქალაქე.
პოლიციელებმა შეკრებილებს სცემეს და რუსთაველის მეტრომდე სდიეს. შეყვნენ მეტროშიც. უკვე მეორე ღამეა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები.