საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე გამოეხმაურა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით 30 მარტს გამართული მოლაპარაკების შეთანხმების გარეშე დასრულებას.
„საქართველოში ევროკავშირის მედიაციით გამართულმა მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით მოსალოდნელ შედეგს ვერ მიაღწია. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი მომავალი პროგრესის კარგი საფუძველია“, – წერს ზურაბიშვილი ტვიტში.
#EU mediated negotiations in #Georgia have not yet reached the expected outcome. The document proposed by #ChristianDanielsson remains a good basis for future progress.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 30, 2021