დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ „თუ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა”.
„მიუხედავად პოპულარული ოპოზიციისა და საერთაშორისო მოწოდებებისა, საქართველოს მმართველმა პარტიამ დღეს მიიღო კანონი „უცხოელი აგენტების” შესახებ, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა,” – წერია განცხადებაში.
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი მიიღო. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კენჭისყრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა მამუკა მდინარაძე, რომელიც ამ კანონის ერთ-ერთი ავტორია.