დანია უკრაინას F-16-ების რუსეთის სამხედრო ობიექტებზე იერიშის მისატანად გამოყენების უფლებას მისცემს

პუბლიკა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინას მიეცემა უფლება, გამოიყენოს დანიის მიერ მიწოდებული F-16 საბრძოლო თვითმფრინავების რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე იერიშის მისატანად.

ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, მისცემს თუ არა კოპენჰაგენი უკრაინას უფლებას, გამოიყენოს მის მიერ გადაცემული F-16 საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დასარტყმელად, რასმუსენმა უპასუხა – „მოკლე პასუხი არის – დიახ“.

„ეს არ არის ახალი პოზიცია, ეს ტრანსფერის ნაწილია. ჩვენ თავიდანვე ნათლად განვაცხადეთ, როდესაც განვიხილეთ ეს ჩვენს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან დანიის პარლამენტში, რომ ეს თავდაცვის ნაწილია, რათა შესაძლებელი იყოს აგრესორის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა“, – აღნიშნა რასმუსენმა.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს თავის ტერიტორიაზე საჩუქრად გადაცემული F-16  საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებას.