„ჰამასის“ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვის შედეგად ბოლო დღეების განმავლობაში 119 ადამიანი დაიღუპა, რომელთგან 27 არასრულწლოვანია. დაშავდა 600 მოქალაქე.
Video footage showing the damage caused by IDF strikes in Beit Hanoun overnight. pic.twitter.com/Bc4TPcTJCz
— Aurora Intel (@AuroraIntel) May 14, 2021
ღაზის სექტორიდან მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად წუხელ ისრაელში 1 ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე ისრაელში 10-მდე ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია.
ისრაელმა ღაზის სექტორის მიმართულებით წუხელ სამხედრო ოპერაცია გააფართოვა და მასში არტილერია და ტანკებიც ჩართო. ჯერჯერობით ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისგან თავს იკავებს, თუმცა ჯავშანტექნიკა და ქვეითი ჯარი, მათ შორის, სამხრეთ რეგიონების რეზერვი მობილიზებულია.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წუხელ ღაზის სექტორის წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციაში 160 თვითმფრინავი მონაწილეობდა, რომლებმაც საარტილერიო მხარდაჭერით 150 სამიზნეზე მიიტანეს იერიში და ისრაელის საზღვართან პალესტინელი მებრძოლების მიერ მიწისქვეშა სისტემა გაანადგურეს.
The target: The Hamas ‘Metro’ tunnel system in Gaza.
The operation: 160 aircraft, tanks, artillery and infantry units along the border.
We struck 150 targets and damaged many kilometers of the Hamas ‘Metro’ network. pic.twitter.com/otn7JKxB9c
— Israel Defense Forces (@IDF) May 14, 2021
დღეს დილიდან ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის დაპირისპირება განახლდა. ისრაელის სამხრეთ რეგიონებში საჰაერო განგაში რამდენჯერმე გამოცხადდა, ისრაელის ავიაცია კი ღაზის სექტორს ბომბავს.
ხოლო ისრაელის პოლიციამ ისრაელის შერეულ ქალაქებში მომხდარი არეულობის შემდეგ კიდევ რამდენიმე ათეული მუსლიმანი დააკავა.