დარჩა გადაუჭრელი საკითხები | დანიელსონი საქართველოს ტოვებს

პუბლიკა

 

შვედი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დანიელსონმა კომენტარი გააკეთა მედიასთან.

„მე ჩართული ვიყავი ამ ინტენსიურ მოლაპარაკებებში როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი. ევროკავშირმა და  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გულმოდგინეთ იმუშავეს, რომ დახმარებოდნენ პარტიებს რომ მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ პოლიტიკური კრიზისი.

რამდენიმე ასპექტთან დაკავშირებით არის პროგრესი, მიშელის მიერ დატოვებულ 6 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხვა საკითხებს ამაზე ნაკლები წინსვლა იყო. ახლა მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფერის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს.

იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და ექნებათ ნება, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი. მე მჯერა რომ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი“ – განაცხადა დანიელსონმა.