აბა თქვენ იცით! დარჩით „მთავარზე” და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება – განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გვარამიას სასამართლომ წარდგენილი ბრალდების ნაწილი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და 50 000 ლარით დააჯარიმა, ე.წ. მანქანის ეპიზოდზე კი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. მძიმე სასჯელმა მსუბუქი სასჯელი შთანთქა და გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ბრალდება, რომელშიც გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ, ითვალისწინებს საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას (ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მისაღები შემოსავლის განსაზღვრა).