განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, სკოლის დირექტორობის 3205 მსურველიდან დღევანდელ ტესტირებაზე 1839 აპლიკანტი გამოცხადდა.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესის პირველი ეტაპი – ტესტირება დღეს 22 იანვარს, 12:00 საათზე ერთ სესიად ჩატარდა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 49 საგამოცდო ცენტრი. ტესტირებისთვის რეგისტრაცია 3 205-მა დირექტორობის მსურველმა გაიარა, ადგილზე კი 1839 აპლიკანტი გამოცხადდა. ტესტირების ხანგრძლივობა 5 საათს შეადგენდა.
სერტიფიცირების პროცესი, რომელიც ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.
ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.
ქვეყანაში 2086 საჯარო სკოლიდან დღესდღეობით 9 სკოლას ჰყავს დირექტორი, 2077 საჯარო სკოლას კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს.
სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოიწურა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მათ, ვისაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად გადანიშნეს.