ელენე დარიანის კრებულის თავიდან გამოსაცემად შემოწირულობებით 12 661 ლარი შეგროვდა.
დღეს სოციალურ ქსელით გარცელდა განხცადება, რომ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის შესწორებული ვერსიი თავიდან გამოსაცემად.
„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოითხოვა „ელენე ბაქრაძე – დარიანის“ ლიტერატურის მუზეუმში დარჩენილი ტირაჟი. ვინაიდან საზოგადოებაში წიგნით დაინტერესება ძალიან დიდია, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად. წიგნის 500 ეგზემპლარი მუზეუმმა 6280 ლარად დაბეჭდა. ეს თანხა ლიტერატურის მუზეუმმა უკან უნდა დაუბრუნოს კულტურის სამინისტროს. ამდენივე თანხა იქნება საჭირო ახალი ტირაჟის დასაბეჭდად – სულ შესაგროვებელია 12560 ლარი“, – ნათქვამი იყო საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 იანვარს კულტურის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრიდან არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ ღია წერილითაც მიმართა.
სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეთა აღშფოთების მიზეზი ლიტერატურული მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნია. სამინისტროს თქმით, მუზეუმმა დაუშვა სერიოზული შეცდომა და ელენე დარიანს მიაკუთვნა ანა კალანდაძის ორი ლექსი.
„რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს. რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.