„დარწმუნებული ვარ გამარჯვება დარჩება ჩვენს კანდიდატებს“- კობახიძე ქუთაისისა და ბათუმის მონაცემებზე

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა. ჟურნალისტებმა კითხვა ქუთაისისა და ბათუმის ეგზიტოპოლის შედეგებზე დაუსვეს. ამ ორ ქალაქში „გორბის“ შედეგებით მმართველი პარტიისა და ოპოზიციის კანდიდატების შედეგებს შორის სხვაობა მცირეა.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ორ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვიყავით მცირედით გადაცილებული 50%-იან მაჩვენებელს. დაფიქსირდა ასეთი მაჩვენებელი ბათუმში, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი არ შეიცვლება და გამარჯვება დარჩება ჩვენს კანდიდატებს. მთავარია, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩვენები პრინციპულად წაგებული  აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.