დარწმუნებული ვარ, უკრაინელი და ქართველი ხალხი შეძლებენ თავიანთი ტერიტორიების დეოკუპაციას - ზელენსკი

პუბლიკა

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას“ – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ზელენსკის მიმართვას უკრაინის საელჩო ავრცელებს.

„უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარარებული აგრესიის პირობებში.

ჩვენი სახელმწიფო ასევე ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.

ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ზურაბიშვილისადმი ზელენსკის მიმართვაში.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ზელენსკის გარდა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა, წარმომადგენელმა და საელჩომ, ასევე რომის პაპმა და გაერთიანებული სამეფოს მეფემ მიულოცა.