საქართველოს მთავრობის მიერ დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა. პროგრამის რომლის განმახორციელებელი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა.
დოკუმენტის მიხედვით, პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:
- შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (worknet.gov.ge) განვითარება;
- შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე;
- საშუამავლო მომსახურების გაწევა/ განვითარება;
- პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე;
- მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირება და მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირება;
- დასაქმების ფორუმების მოწყობა;
- შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისობრივი კვლევის განხორციელება და მონიტორინგი;
- მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგ/სემინარების ორგანიზება
- დასაქმების ხელშეწყობის საკითხებთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა;
დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 770 000 ლარით. სააგენტოში ამბობენ, რომ ისინი პერიოდულად უზრუნველყოფენ სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირებას ამ პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.