საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შესახებ ისაუბრა. ის ადგილზე იმყოფება და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, აფეთქება კონდიციონერის დამონტაჟების დროს გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.
„პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი და გარდაიცვალა ერთი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია ვივარაუდოთ ისაა, რომ აფეთქება შესაძლოა გამოიწვია კონდიციონერის დამონტაჟებისას გაზის ბალონმა. დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ. პირველადი ინფორმაციით კი, 2 არის მუშა, 1 გამვლელი და ერთიც კლუბის თანამშრომელი. გარდაცვლილი მუშაა”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.