საგანგებო მდგომარეობის დასრულების მოთხოვნით, facebook-ში ვირტუალური აქცია პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომის პარალელურად მიმდინარეობს.
„ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც მივიჩნევთ, რომ მიღებული ზომები არის არაპროპორციული! ჩვენ გვგონია, რომ ასე თავს ვიღუპავთ და ვერც ვირუსს დავამარცხებთ. დაგვიბრუნეთ თავისუფლება და არჩევანის უფლება! გააუქმეთ საგანგებო მდგომარეობა!“, – ვკითხულობთ facebook ღონისძიების აღწერაში.
აღწერაში აღნიშნულია, რომ პროტესტი აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში, რადგან აქცია სოციალური დისტანციისა და კანონების სრული დაცვით მიმდინარეობს.
„ეს პერიოდი დაგვამახსოვრდება მხოლოდ სრულიად დაუსაბუთებული შეზღუდვებით, განუკითხაობითა და შერჩევითი სამართლით. უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანი, არასამართლიანად გამოწერილი ჯარიმები და მთავრობის უპასუხისმგებლო ქცევა – ეს ყველაფერი ამ უკონტროლო ძალაუფლების შედეგია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა, დაიწყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო განხილვა და ღია გამოძიება“, – წერია ღონისძიების აღწერაში.