დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

პუბლიკა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა, 88 წლის დათა ვანიშვილი გარდაიცვალა.

2011 წელს საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართები გააბეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილი მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. ვანიშვილთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ვიზიტად მყოფი დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები და ადგილზე ეცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.