DataFest Tbilisi 2024 -ს ჰაკათონზე რეგისტრაცია გრძელდება

პუბლიკა

წლევანდელი DataFest TbilisI მასპინძლობს ჰაკათონს, თემით: ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობა.

ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის დასრულებასა და ქალებისთვის უფრო უსაფრთხო ციფრული გარემოს შექმნას. 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევრებს, ვებ და გრაფიკულ დიზაინერებს, დეველოპერებს, მონაცემთა მეცნიერებს, ჟურნალისტებს, კომუნიკაციების სპეციალისტებს, მარკეტოლოგებს, არტისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველას, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები და ადამიანის უფლებები. Მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ ფულადი პრიზი და რაც მთავარია, შექმნან ისეთი ინოვაციური ინსტრუმენტი (ჩატბოტი, კომპიუტერული თამაში, მონიტორინგის სისტემა  და ა..), რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ონლაინ სივრცეში დისკრიმინაციისა და ძალადობის დასრულებას. ჰაკათონის საპრიზო ფონდია 20 ათასი ლარი, რომელიც სამ გამაჯვებულზე გადანაწილდება. 

ჰაკათონზე რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/FOjAt

შერჩეული კანდიდატები შეძლებენ, უფასოდ დაესწრონ DataFest Tbilisi 2024-  და გაივლიან მენტორობის კურსს,   რომელსაც წარუძღვებიან ტექნოლოგიების,  დემოკრატიის, ადამიანის უფლებების სფეროს ექსპერტები. მონაწილეებს თავიანთი პროექტების წარდგენა ფესტივალის დახურვით საღამოზე, ჟიურის წინაშე მოუწევთ. 

ჰაკათონის თემები:

  • სიძულვილის ენა
  • სიძულვილით მოტივირებული დანაშაული
  • კიბერბულინგი
  • გამოძალვა და მუქარა ქალებისა და გოგოების მიმართ ციფრულ სივრცეში
  • ონლაინ სივრცეში დისკრიმინაცია ქალი პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და საჯარო სივრცეში მყოფი სხვა ქალების მიმართ

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 სექტემბერი.

DataFest Tbilisi 2024  აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალი 19-21 სექტემბერს, თბილისში ჩატარდება. ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მონაცემებთანდიზაინერებს,  დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს.  ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 5 ათასამდე მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორკშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Meta, Amazon, Mercedes-Benz, Siemens, Canva, Wix, Amazon და სხვა. 

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია 20% – ანი ფასდაკლებით: https://mailchi.mp/forset/subscribe-to-the-datafest-tbilisi-newsletter 

ფესტივალის ორგანიზატორები არიან ForSet და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია. 

პარტნიორები, სპონსორები და მხარდამჭერები:  ევროკავშირის მისია საქართველოში, საქართველოს ბანკი, Alliance of Democracies, Grant Thornton Georgia, New Democracy Fund, მედიის განვითარების ფონდი, UN Joint Programme on Gender Equality (JPGE), United Nations Development Programme (UNDP), Ekimo, R Consortium, EPAM, Terminal, Climate Basics, Community Partners: ProductTank Tbilisi, Tech Summit, SOVLAB, AskGov.ge, Tbilisi School of Communication

მედიაპარტნიორები: dev.ge, Entrepreneur, marketer, Next.on.geAt.ge, Business Media Georgia, პუბლიკა.