დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

პუბლიკა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ დიზაინერს, დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” მისმა ადვოკატმა დაუდასტურა.

საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, სულიკაშვილს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, განესაზღვრა 4.5 წელი პირობითი მსჯავრი. IPN-ის ინფორმაციით, ჯარიმის სახით მას 50 000 ლარის გადახდაც დაეკისრა.

სულიკაშვილი 2025 წლის 11 დეკემბერს დააკავეს. მას გამოძიება ბრალს 1.3871 გრამი ალფა პვპ-ის ფლობაში სდებდა.

აღნიშნული ოდენობა, დღევანდელი კანონმდებლობით, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება და ისჯება რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.