სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა მოჭიდავე
ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი მოიგო.
დათუნაშვილმა ფინალში ბელორუსი კირილ მასკევიჩი 5:1 დაამარცხა და რევანშიც აიღო.
ზურაბ დათუნაშვილისთვის ეს კონტინენტის პირველობის მესამე ოქროა. ორჯერ ის ევროპის ჩემპიონი საქართველოს სახელით გახდა, მესამედ კი – სერბეთის.