დათვლილია უბნების 28.2%: „ქართული ოცნება" – 54.72%, ენმ – 23.61%

პუბლიკა

ცესკომ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. დათვლილია უბნების 28.2%. პროცენტები ამ დროისთვის ასე ნაწილდება:

  1. „ქართული ოცნება“  – 54.72%;
  2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 23.61%;
  3. „ევროპული საქართველო“ –  3.99%;
  4. „სტრატეგია აღმაშენებელი“ –  2.46 %;
  5. „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 0.93%;
  6. „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – 2.66 %;
  7. „გირჩი“ – 1.91 %;
  8. „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.34 %;
  9. „ლეიბორისტული პარტია“ – 0.92%;
  10. „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“ – 0.73%

„1 085 უბნის შედეგი გვაქვს. ეს არის ისეთი უბნები, სადაც ამომრჩევლების რიცხვი მცირეა. ჯერ არ არის შემოსული დიდი უბნების მონაცემები, მათ შორის დიდი ქალაქებიდან”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.