„დაუპიპინე ბიძინას“ - სხვადასხვა ქალაქში „ევროპული საქართველოს“ აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

„ევროპული საქართველო“ საავტომობილო აქციას – „დაუპიპინე ბიძინას“ მართავს.

მანქანები მთელი დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უსიგნალებენ ბიძინა ივანიშვილს. პარტიის წარმომადგენლების განმარტებით, ამით ივანიშვილს ანიშნებენ, რომ მისი დრო ამოიწურა.

20:00 საათზე საქართველოს დიდი ქალაქებიდან ჩამოსული ავტომობილები ერთობლივად დაუსიგნალებენ ბიძინა ივანიშვილს მის ბიზნესცენტრთან.

„ევროპულმა საქართველომ“ 17 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ დაგეგმილი მსვლელობა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო გააუქმა, 21 ოქტომბრისთვის კი საავტომობილო აქცია დააანონსა.