60-ზე მეტი მედიაორგანიზაცია „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. მედიაორგანიზაციების განცხადებით, კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, აღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე. მედიაორგანიზაციების, მათ შორის, „პუბლიკის“ განცხადებით, ამ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე უარს განაცხადებენ.
„ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.
მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები – დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.
ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.
ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას“, – ნათქვამია მედიაორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- netgazeti.ge
- პუბლიკა (publika.ge)
- ინდიგო
- სტუდია მონიტორი
- queer.ge
- dev.ge
- On.ge
- ტაბულა
- სამოქალაქო საქართველო – civil.ge
- მედიაჩეკერი
- პროექტი 64
- Chai Khana media
- Ufleba.ge
- გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
- მედია ჰოლდინგი კომერსანტი
- OC Media
- მედიაპორტალი “კაქტუსი,” cactus-media.ge
- ჯემნიუსი (jam-news.net)
- ონლაინ გამოცემა sova.news
- რეალპოლიტიკა (realpolitika.ge)
- “მთის ამბები” – mtisambebi.ge
- საქართველოს ამბები – sakartvelosambebi.ge
- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
- საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
- ქართლის ამბები (qartli.ge)
- გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge
- TV მედიამონიტორინგი
- “ქართული მედია ჯგუფი” – metalab.ge / feminism.ge
- დია
- სათემო რადიო “მარნეული”
- ქალთა სათემო რადიო
- ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
- ნეო ტვ – neotv.ge
- მარნეული TV
- რადიო ბოლნელი
- სათემო რადიო “ნორი”, ნინოწმინდა, nor.ge
- ტელეკომპანია “ბორჯომი”, borjomi.tv
- მეცხრე არხი, ახალციხე
- სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი
- მედია სახლი – სამხრეთის კარიბჭე sknews.ge
- ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალქალაქი, jnews.ge
- TOK TV
- ge
- TV 25
- ტელეკომპანია „მეცხრე ტალღა“, ფოთი
- რადიო ათინათი
- კოლხეთი 89
- ეგრისი TV
- რადიო ოდიში
- ჰარმონია
- კახეთის ხმა, knews.ge
- საინფორმაციო სააგენტო “სპექტრი”, გურჯაანი, speqtri.ge
- პანკისის სათემო რადიო
- თანამგზავრი TV
- ონლაინ გამოცემა “ქუთაისიპოსტი” kutaisipost.ge
- რიონი TV
- იმერვიზია TV
- მეგა TV
- TV ზარი
- რადიო რიონი
- რადიო ზარი
- გურია TV
- აგროგარემო TV