გაერთიანებული სამეფო კვლავაც გააგრძელებს ადამიანის უფლებების ამ საკითხების დაყენებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე გააგრძელებს თანაშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ეუთოს (OSCE) მეშვეობით, დემოკრატიული სტანდარტებისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად“.
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის კონსერვატორმა დეპუტატმა, სერ იაინ დანკან სმითმა საქართველოსთან დაკავშირებით შეკითხვით მიმართა ქვეყნის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს.
იაინ დანკან სმითი დაინტერესედა, როგორ შეაფასა სახელმწიფო მდივანმა ადამიანის უფლებათადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ 2025 წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ხაზგასმული იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობა, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა და რეპრესიული კანონები.
ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ ამ ფონზე „ქართული ოცნება“ ატარებდა საარჩევნო კამპანიას ისეთ გაარემოში, სადაც „ქართულ ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დათრგუნული იყო გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები.
პასუხად სტივენ დაუთიმ განაცხადა:
„მე ინფორმირებული ვარ აღნიშნული ანგარიშის შესახებ. პირადად გამოვთქვი შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრების, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლისა და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმების გამო.
გაერთიანებული სამეფო კვლავაც გააგრძელებს ადამიანის უფლებების ამ საკითხების დაყენებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე გააგრძელებს თანაშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ეუთოს (OSCE) ფარგლებში, დემოკრატიული სტანდარტებისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად“.