დაუყოვნებლივ გაიწვიეთ სამინისტროს დანიშნული წევრი „ლიტერას" ჟიურიდან - მწერლები თეა წულუკიანს

პუბლიკა

მწერლები, დიზაინერები, გამომცემლები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ, თეა წულუკიანს მიმართავენ.

წერილში, რომელსაც ხელს 30-მდე მწერალი აწერს და კიდევ გრძელდება ხელმოწერები, მოუწოდებენ თეა წულუკიანს დაუყოვნებლივ გაიწვიოს „ლიტერას“ ჟიურიდან სამინისტრის მიერ დანიშნული წევრი.

„დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ ისტორიაში,  წელს პირველად,  ჟიურის ხუთი წევრიდან ოთხი, მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე, იოსებ ჭუმბურიძე, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წარადგინა, სამინისტროში შემოქმდებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტშია დასაქმებული.

ჩვენთვის, „ლიტერას“ გრძელ სიაში შემავალი ავტორების, დიზაინერებისა და გამომცემლებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, როგორც „ლიტერას“, ასევე, „ლიტერა მთარგმნელებისთვის“, დამოუკიდებელი ჟიურის წევრად, სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება სამინისტროს მხრიდან ლიტერატურულ პროცესებში ერთმნიშვნელოვანი და უხეში ჩარევაა, რომელიც არა მხოლოდ ზღუდავს ჟიურის დანარჩენი წევრების თავისუფალ მუშაობას, არამედ მიუთითებს ლიტერატურულ პროცესებში გაუმართლებელი მონაწილეობისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე ზეწოლის უფრო ფართომასშტაბიან საფრთხეებზე.

მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს მის მიერ დანიშნული წევრი ჟიურიდან. „ლიტერა“ სახელმწიფო პრემიაა და მისი ჟიურის თვისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი, კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს, “- ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ:

  • თამთა მელაშვილი
  • მიხეილ ციხელაშვილი
  • ივა ფეზუაშვილი
  • ბათუ დანელია
  • რუსუდან რუხაძე
  • შოთა იათაშვილი
  • ეკატერინე ტოგონიძე
  • ეკა ქევანიშვილი
  • თათია ნადარეიშვილი
  • ია გაბუნია
  • ია მახათაძე
  • თაკო ბაქრაძე
  • ბელა ჩეკურიშვილი
  • ალეკო შუღლაძე
  • თეონა დოლენჯაშვილი
  • არჩილ ქიქოძე
  • თინა მამულაშვილი
  • რატი მუჯირი
  • ელის დოჯსონი
  • ლელა ლაშხი
  • ნინია სადღობელაშვილი
  • ნიკოლოზ ცისკარიშვილი
  • ანდრო დადიანი
  • ზვიად კვარაცხელია
  • ბექა ქურხული

(ხელმოწერები გრძელდება)