უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, ის ესაუბრა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებს და მოუწოდა მათ, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთი. ზელენსკის თქმით, უნდა შეიკრას ანტიპუტინისტური კოალიცია და დაეხმაროს სხვადასხვა გზით უკრაინას.
„ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს, ოლაფ შოლცს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას, ბორის ჯონსონს. მოვუწოდე, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ! უნდა შეიკრას ანტიპუტინისტური კოალიცია. დაუყოვნებლივი სანქციები, თავდაცვითი და ფინანსური დახმარება უკრაინას! საჰაერო სივრცე უნდა დაიკეტოს! მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობისაკენ!“ – წერს ზელენსკი.