„დაუყოვნებლივ ყველა დემონსტრანტი გაიყვანეთ - ეს ბრძანებაა, რომელიც მე გავეცი 26 მაისს, ერთადერთი“ - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს აცხადებს, რომ ერთადერთი ბრძანება, რომელიც 2011 წლის 26 მაისს გასცა, დემონსტრანტების გაყვანა იყო.

„დღეს არის ლექსო ლაშქარავას დაბადების დღე. მინდა, ხალხმა იცოდეს 26 მაისზე რა იყო. 26 მაისზე რადგან წამოჭრეს საკითხი, აქ არის თემურ ჯანაშია და ნამდვილად დაადასტურებს. მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, თათუხაშვილზე, ჩაითვალა, რომ მკვდარი იყო, რადგან მართლა გადაუარა მანქანამ პროტესტანტების, პოლიციამ მართლა დაკარგა კონტროლი და მათმა უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე. არაფერი განკარგულება არ ყოფილა. ერთადერთი, რაც იყო ძალიან ცუდი, ეს მოედანი იყო ჩაკეტილი ორივე მხრიდან, თემურმა დამირეკა, ძალიან ცუდი სიტუაციააო, რადგან პოლიცია არის გავეშებულიო, უფროსებს აღარ ემორჩილებიან, რადგან თავისიანი მოუკლეს და რა ვქნათო, რა შეგვიძლია ვქნათ და გავუხსნათ პიონერთა სასახლის ბაღი, გავიყვანოთ ყველა აქედანო, მე ვუთხარი, დაუყოვნებლივ ყველა დემონსტრანტი გაიყვანეთ, გაარიდეთ, ყველა მიმართულებით გახსენით, რისი გახსნაც შეგიძლიათ, რაც არის შენს ძალებში ახლავე გააკეთეთ-თქო. ხო ასე იყო, თემურ? ეს ბრძანებაა, რომელიც მე გავეცი 26 მაისს, ერთადერთი“, – განაცხადა სააკაშვილმა.