დავაკავეთ მშობელი, რომელმაც შვილს ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგომ თვითმკვლელობა სცადა - შსს

პუბლიკა

დმანისის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული შ.ა. ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს – ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. ს.ა.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – აცხადებს შსს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.