პროკურატურის ინფორმაციით, ქვემო ქართლში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში, გარდაბანში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, უკანონოდ გაავრცელა მეუღლის ინტიმური ხასიათის ფოტოსურათები.
ბრალდებული 24 აგვისტოს დააკავეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.