დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით გვექნება პოლიტიკური რეაქცია - კობახიძე უკრაინაზე

პუბლიკა

„სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მკაფიო და ჩვენი სურვილი ისევ და ისევ არის პირველ რიგში უკრაინაში ომის არ დაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და შეიძლება მივიღოთ შეუქცევადი ნეგატიური პროცესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით გვექნება ჩვენი პოლიტიკური რეაქცია, სხვადასხვა განვითარების შემთხვევაში”,- ამის შესახებ „ქართული ცონების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა შეკითხვის პასუხად, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

კობახიძეს ჰკითხეს, ზელენსკი მოიაზრებს თუ არა საქართველოს საკუთარ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, მადლიერია ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებით, დახმარებით, თუმცა არ ჩამოთვლის მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ უნდა „ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს.“