მმართველი პარტიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო წარწერით – „დავასრულოთ ნაცები! ნაცობა სირცხვილია“. ვიდეოში გამოყენებულია საქართველოს პრეზიდენტისა და ენმ-ის სხვა ლიდერების კადრები. მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაღებული კადრები და ასევე ცნობილი კადრი, სადაც პრეზიდენტი ჰალსტუხს პირში იდებს.
გამოქვეყნებულ ვიდეოს უკვე 500 -მდე რეაქცია აქვს.