დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ბუსტერიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი „ომიკრონთან” ბრძოლის. მისივე თქმით, „ფაიზერის” და „ასტრაზენეკას” შემთხვევაში ექნებათ რეკომენდაცია, რომ ბუსტერის გაკეთების ვადამ დაიწიოს.
„ყველა ადამიანი, ვინც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაკეთდეს მესამე აცრაც – ანუ ბუსტერი. ეს აუცილებელი იქნება.
ჩვენ შევალთ საკოორდინაციო საბჭოზე რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს ყველასთვის, ვინც ორჯერ უკვე აცრილია, აუცილებელი.
დადგენილია, რომ ჩინურ ვაქცინებზე შეუძლიათ 3 თვის შემდეგ გაიკეთონ მეორე აცრიდან ბუსტერი, ხოლო „ასტრაზენეკაზე” და „ფაიზერზე” 5 თვის შემდეგ.
დღეს გვქონდა ჩვენ შიდა კონსულტაციები NCDC-ში და და ალბათ დადგება იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭოს წინაშე საკითხი, რომ „ფაიზერზეც” და „ასტრაზენეკაზეც” ბუსტერის პერიოდი ჩამოიწიოს ქვემოთ, 5 თვიდან”, – განაცხადა გამყრელიძემ.