„დაველოდებით [აშშ-ის] ახალ ადმინისტრაციას და ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან - კობახიძე

პუბლიკა

„ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეთიუ მილერის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორიც პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია.

„თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინის მიმართებით და საქართველოს მიმართებითაც, თუმცა ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილი,“- განაცხადა კობახიძემ.

ბრიფინგზე კობახიძეს შეკითხვა დაუსვეს ჰონდა თუ არა კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ „არაპირდაპირი კომუნიკაცია“ ჰქონდა.

„ჩვენთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც იტყვის ტრამპირი ყველაფერი იქნება ისე“,- ამბობს კობახიძე.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

„აშშ და ევროკავშირი გამოხატავენ სინანულს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების პროცესი. ჩვენ ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ კონსტიტუციის ამ ღალატს. ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ ბასტიონია. შესაბამისად, ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან”, – წერს მეთიუ მილერი.