დავით-გარეჯი ოკუპირებულია და ამ ოკუპაციას დავასრულებთ - შალვა ნათელაშვილი

პუბლიკა

“დავით-გარეჯი ოკუპირებულია, და ჩვენ ამ ოკუპაციას დავასრულებთ” – ამბობს ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

მისი თქმით, “გარეჯის ოკუპაცია ხორციელდება გარე ძალების მიერ”.

ის ამბობს, რომ  ამ ძალებს იგი ჯერ მეგობრულ ხელს შესთავზებს და ამგვარად ეცდება დავით-გარეჯის დაბრუნებას, თუ არა და იგი მათ სიუპრიზს მოუმზადებს.

სიურპრიზში შალვა ნათელაშვილი გულისხმობს “ამერიკის ბაზის ჩაყენებას, რომელიც დამოკლეს მახვილი იქნება პანთურქული ძალების თავზე”.

“ჩვენ ამ ომს ცივი ომით მოვიგებთ, ცხელი არ გვინდა”,  – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

______________
რედაქციის შენიშვნა: საქართველოს მხოლოდ ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რედაქცია ასევე ემიჯნება ომისკენ ნებისმიერი დათქმით მოწოდებას.