დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტს, კირიონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დაუდასტურა. მისივე თქმით, ის უსიმპტომოა.

„სიცხე არა მაქვს. არაფერი არა მაქვს. მარტო მეუბნებიან, გაქვს კოვიდიო და რა ვიცი აბა, მჯერა. პირველად მომცა სიცხე და მერე არაფერი. ვარ იზოლაციაში, სახლში. მონასტერში არ ვყოფილვარ“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა „კურიერთან“.

გუშინ კორონავირუსი დაიდასტურდა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.ჯაღმაიძის ცნობით, მიტროპოლიტს ვირუსი უსიმპტომოდ აქვს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი.