დავით-გარეჯთან ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის იდეა მიუღებელია – საპატრიარქო

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დავით-გარეჯის საკითხზე შექმნილი საინიციატივო ჯგუფის იდეა, შეიქმნას ტრანსსასაზღვრო ტერიტორია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გეოგრაფიულ ზონაში, საპატრიარქოსთვის მიუღებელია.

„ამგვარი მოდელი შეიძლება დადებითად ყოფილიყო აღქმული იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილობის საკითხთან მიმართებაში ისტორიულად, კულტურულად, იურიდიულად და კარტოგრაფიულად  იქნებოდა ბუნდოვანება.

„უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრებთან დაკავშირებით კი არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაში მსგავსი პრობლემა არ არის;  ამ წინადადების შეთავაზებით, ფაქტობრივად, ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს უგულებელვყოფთ და აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს კუთვნილებას ეჭქვეშ ვაყენებთ.

ამიტომაც, საქართევლოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს წამოყენებულ ინიციატივას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.