დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

მასალა განახლებულია

დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა და მუშაობას რეგიონული განვითარების სამინისტროში გააგრძელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დათო არის ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი. იგი 2015 წლიდან შემოუერთდა ჩვენს გუნდს, ვაკის გამგეობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, რაიონის გამგებლის თანამდებობას კი 2021 წლიდან იკავებდა. ბევრი კარგი პროექტი აქვს ჩვენთან ერთად განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მიიღო, მომავალ საქმიანობაში გამოადგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დავით კვინიკაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ალექსანდრე თევდორაძე შეცვალა.