დავით ქაცარავამ პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ დააფუძნა

პუბლიკა

დავით ქაცარავამ პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ დააფუძნა და წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.

„დღეს ვაანონსებთ ახალი პოლიტიკური ერთობის, პოლიტიკური ძალის ჩართვას წინასაარჩევნო კომპანიაში. „ჩვენ“ დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ და იბრძოლებენ საქართველოსთვის. „ჩვენ“ – ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. ბრძოლა არის ეგზისტენციალური ხასიათის! ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ”. – თქვა დავით ქაცარავამ.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ კოალიციასთან ან პარტიასთან ერთად მიიღებს „ჩვენ” მონაწილეობას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

გაერთიანების წევრებს შორის არიან არიან: მსახიობი კახა გოგიძე, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, პიარმენეჯერი ხატია ბაკურაძე და კონფლიქტოლოგი აკია ბარბაქაძე.