„ქართული ოცნების“ დეპუტატს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
დადგენილება პარლამენტმა 78 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
სერგეენკოს უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვის საფუძველი თავად სერგეენკოს მიმართვა გახდა.
დავით სერგეენკო საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ის ერთ-ერთია, რომელმაც „რუსულ კანონს“ მხარი არ დაუჭირა.
სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში ზაფხულშიც დადგა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განმარტა, რომ მას პარლამენტში სხდომები „არასაპატიო მიზეზებით აქვს გაცდენილი”, რის გამოც დღის წესრიგში დადგა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მაშინ პარლამენტმა მას მანდატი არ შეუჩერა.